weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ენდი სერკისმა „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟით ტერეზა მეის პაროდია გააკეთა

14:35 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018

ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა და რეჟისორმა ენდი სერკისმა Brexit-თან დაკავშირებული მოლაპარაკებების თემაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის პაროდია „ბეჭდების მბრძანებლის“ ცნობილი კინოპერსონაჟის, გოლუმის მსგავსად შეასრულა.

გავრცელებულ ვიდეოში ტერეზა მეის გარეგნობის მქონე ენდი სერკისმა გოლუმის სასაცილო ხმით თავისივე ალტერ-ეგოს მიმართა.

„ჩვენი საუნჯე, ჩვენი შეთანხმება, ესაა, ჩვენი შეთანხმება, დიახ, დიახ, ჩვენ დავიბრუნებთ კონტროლს, ფულს, საზღვრებს, კანონებს, ლურჯ პასპორტებს“ - ხითხითებს გოლუმის ხმით ენდი სერკისი, რასაც იქვე სმიგოლის ხმით პასუხობს - „...მაგრამ ეს ზიანს მოუტანს ხალხს, გააღარიბებთ მათ...“

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის გახმაურებული თემის ირგვლივ ამ დღეებში ხელახლა გაჩნდა საუბრები ევროკავშირში ქვეყნის დარჩენასთან დაკავშირებით, რასაც ასევე დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]