weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2019

გამოქვეყნდა „სატახტოთა თამაშის“ მე-7 სეზონის ახალი ტრეილერი

11:15 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 hits 1175

ამერიკულმა ტელეარხმა HBO- პოპულარული ფენტეზი-სერიალის, „სატახტოთა თამაშის“ ახალი, მე-7 სეზონის მეორე ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა.

ახალი სეზონი, რომელშიც წინა სეზონებისგან განსხვავებით, 10-ის ნაცვლად მხოლოდ 7 სერია იქნება, დაფუძნებულია ჯორჯ მარტინის ფენტეზი ჟანრის წიგნების სერიის, „ცეცხლისა და ყინულის“ მეექვსე და მეშვიდე ნაწარმოებებზე - „ზამთრის ქარები“ და „გაზაფხულის სიზმარი“.

მე-7 სეზონი ივლისიდან გამოვა. ტელეარხზე თითოეული ეპიზოდის გამოსვლის თარიღები კი ასეთია:

1 -  16 ივლისი

2 -  23 ივლისი

3 -  30 ივლისი

4 -  6 აგვისტო

5 -  13 აგვიტო

6 -  20 აგვისტო

7 -  27 აგვისტო

ცნობილია, რომ ახალ სეზონში მაყურებელი ახალ პერსონაჟს, მაგიკოს მარვინს იხილავს, რომლის როლშიც ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი ჯიმ ბროუდბენტია. პოპულარული ახალგაზრდა ინგლისელი მომღერალი ედ შირანი კი ეპიზოდურ, კამეო როლში გამოჩნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]