ავსტრალიაში მცხოვრები 102 წლის აირინ ო’ში კიდევ ერთხელ გადმოხტა პარაშუტით, რისი წყალობითაც საქველმოქმედო ფონდისთვის 12 000 დოლარი მოაგროვა. ო’ში იმ ადამიანებს ეხმარება, რომელთაც მოტორული ნეირონის დაავადება აქვთ. სწორედ ამ დიაგნოზით გარდაიცვალა მისი შვილი 67 წლის ასაკში.
აირინ ო’შის 11 შვილთაშვილი ჰყავს. პირველი ნახტომი მან 100 წლის იუბილეზე შეასრულა და ეს ყოველი დაბადების დღის ტრადიციად აქცია.
აღსანიშნავია, რომ 102 წლის ქალმა წლევანდელი ნახტომით რეკორდიც დაამყარა – ის პარაშუტით ყველაზე ხანდაზმული მხტომელია მსოფლიოში.