weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბერლინალეს ჟიურის პრეზიდენტი ჟულიეტ ბინოში იქნება

14:43 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

ბერლინის რიგით 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში ჟიურის პრეზიდენტი აღიარებული ფრანგი კინოვარსკვლავი ჟულიეტ ბინოში იქნება.

ოსკაროსანი მსახიობის განცხადებით, ფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილება მისთვის დიდი პატივია და იგი მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც ჟიურის სხვა წევრებს შეხვდება.

ჟულიეტ ბინოში ბერლინის კინოფესტივალზე პირველად 1986 წელს იყო, როდესაც მისი მონაწილეობით დრამა „ცუდი სისხლი“ (Mauvais sang) ძირითად პროგრამაში იყო ნაჩვენები და ორი პრიზიც დაიმსახურა. კიდევ ერთი ფილმი მისი მონაწილეობით ბერლინალეზე 1991 წელს სექცია ფორუმში აჩვენეს - რეჟისორ ლეოს კარაქსის მელოდრამა „საყვარლები ახალი ხიდიდან“ (Les amants du Pont-Neuf), 1997 წელს კი ბერლინის კინოფესტივალზე ჟულიეტ ბინოშმა ქალის როლის შესრულებაში „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა აღიარებული ფილმისთვის „ინგლისელი პაციენტი“ (The English Patient), რომლისთვისაც მას ასევე ერგო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო ოსკარი.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 7 თებერვალს დანიელი ქალი რეჟისორის, ლონე შერფიგის ფილმის ჩვენებით გაიხსნება და 17 თებერვალს დასრულდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]