weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ავსტრალიაში ნაპოვნი ოპალის ქვები დინოზავრის უცნობი სახეობის ნამარხები აღმოჩნდა

16:38 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

ავსტრალიაში, ოპალის მინდვრებზე ნაპოვნი თვალწარმტაცი ძვირფასი ქვები, პალეონტოლოგთათვის აქამდე უცნობი სახის დინოზავრის ნამარხები აღმოჩნდა. აღმოჩენის ადგილისა და ოპალის მყიდველის, მაიკ პობენის პატივსაცემად, მას Weewarrasaurus pobeni უწოდეს. პობენმა მის მიერ შეძენილი ქვები მეცნიერებას უფასოდ უსახსოვრა.

აღმოჩენილი მხოლოდ ქვედა ყბის ნაშთია ხელუხლებელი კბილები, თუმცა ასეთი მცირე ფრაგმენტითაც კი მის შესახებ ძალიან ბევრი რამ გაირკვა. მაგალითად, ის საკმაოდ პატარა, საშუალო ზომის ძაღლისოდენა უნდა ყოფილიყო. ყბის ფორმასა და კბილებზე დაყრდნობით, პალეონტოლოგმა ფილ ბელმა განსაზღვრა, რომ იგი ორნითოპოდების (ორ ფეხზე მოსიარულე ბალახისმჭამელ დინოზავრთა ქვერიგი) მცირე სახეობა უნდა ყოფილიყო.

სახეობა დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ, ცარცულ ეპოქაში ცხოვრობდა, თანამედროვე ლაითნინგ რიჯის უდაბნოს (ახალი სამხრეთ უელსი) ტერიტორიაზე, სადაც მაშინ სიცოცხლე ჩქეფდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]