weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„დოქტორ სტრეინჯის“ გაგრძელებას იგივე რეჟისორი გადაიღებს

16:48 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

სტუდია „დისნეისა“ და კომპანია „მარველის“ ხელმძღვანელობამ კინოკომიქს „დოქტორ სტრეინჯის“ სიკველის გადაღება კვლავ საშინელებათა ფილმებით ცნობილ სკოტ დერიქსონს მიანდო და ჯადოქრად გადაქცეული ქირურგის მორიგი კინოისტორიისთვის ამჟამად სცენარისტებს ეძებენ.

„მარველის“ კინოსამყაროს 2016 წელს გამოსული სერიული ფილმის სცენარი თავად სკოტ დერიქსონმა თავისივე კოლაბორატორებთან, ჯონ სპეიტსთან და ქრისტოფერ რობერტ კარგილთან ერთად დაწერა. ტრიო ამჟამად მუშაობს სამეცნიერო ფანტასტიკურ თრილერზე სათაურად - When Gravity Fails.

„დოქტორ სტრეინჯის“ გაგრძელებაში, რომლის პრემიერის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, მთავარი გმირის როლს კვლავ ბენედიქტ კამბერბაჩი შეასრულებს, მის გარდა პირველი სერიიდან ასევე დაბრუნდებიან რეიჩელ მაკადამსი და ბენედიქტ ვონგი.

შეგახსენებთ, რომ 165 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტის მქონე „დოქტორმა სტრეინჯმა“ მსოფლიოს კინოთეატრებში 678 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ფილმი დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა და მაყურებლებმა, ხოლო ოსკარების დაჯილდოებაზე ნომინაცია ერგო საუკეთესო ვიზუალური სპეცეფექტების კატეგორიაში.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]