weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კეიტ უინსლეტი და სირშა რონანი რომანტიკულ ბიოგრაფიულ დრამაში ითამაშებენ

12:18 შაბათი, 15 დეკემბერი 2018

ინგლისელი ოსკაროსანი ვარსკვლავი კეიტ უინსლეტი და ახალგაზრდა ირლანდიელი მსახიობი სირშა რონანი მთავარ როლებს შეასრულებენ ბიოგრაფიულ ლესბი-დრამაში სათაურად „ამონიტი“ (Ammonite), რომელიც მე-19 საუკუნის გამოჩენილი ბრიტანელი ქალი პალეონტოლოგის, მერი ანინგის ცხოვრებაზე გვიამბობს.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ინგლისელი ფრენსის ლია, რომლისთვის აღნიშნული ბიოპიკი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება. მისი სადებიუტო ნამუშევარი გეი-დრამა God’s Own Country გახლავთ, რომელიც გასულ წელს ბრიტანეთში კრიტიკოსებმა გამოარჩიეს.

„ამონიტის“ წარმოებით 2010 წლის წარმატებული ბიოგრაფიული ფილმის, „მეფის სიტყვის“ (The King’s Speech) ოსკაროსანი პროდიუსერები, იენ კენინგი და ემილ შერმანი დაკავდებიან.

პალეონტოლოგი, ნამარხების კოლექციონერი და დილერი მერი ანინგი 1799 წელს დორსეტში დაიბადა და 47 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მისმა საქმიანობამ, რომელმაც ფუნდამენტური ცვლილებებიც მოახდინა, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ხელი შეუწყო პრეისტორიული ხანის მეცნიერულ დონეზე განსაზღვრებასა და გაგებას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]