ახალ ფილმში სათაურად Men in Black: International, სიუჟეტი უცხოპლანეტელებზე მომუშავე სააგენტოს ლონდონის ბიუროს აგენტებზეა და მასში აღარ მონაწილეობენ ტრილოგიის ვარსკვლავები - უილ სმიტი და ტომი ლი ჯონსი, მთავარ როლებს კი ამჯერად ქრის ჰემსუორთი და ტესა თომპსონი ასრულებენ, რომლებიც ასევე ერთად თამაშობდნენ გასული წლის კინოჰიტში „თორი: რაგნაროკი“.
წინა სერიიდან მხოლოდ ემა თომპსონი დაბრუნდება, ახალ ფილმში ასევე მონაწილეობენ: ლიამ ნისონი, კუმაილ ნანჯიანი, რებეკა ფერგიუსონი და რეიფ სპოლი.
სცენარის ავტორები არტ მაკუმი და მეტ ჰოლოვეი (Iron Man, Punisher: War Zone, Transformers: The Last Knight) გახლავთ, ფილმის რეჟისორი მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით ცნობილი ფრენსის გარი გრეია (The Italian Job, Law Abiding Citizen, Straight Outta Compton, The Fate of the Furious).