weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

Stronger: მეორე ფილმი ბოსტონის მარათონის ტერაქტის შესახებ

12:26 პარასკევი, 23 ივნისი 2017

ოსკარის ნომინანტი ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეიკ ჯილენჰოლი მთავარ როლს ასრულებს რეჟისორ დევიდ გორდონ გრინის (Pineapple Express, Your Highness, Joe, Manglehorn) ბიოგრაფიულ დრამაში სათაურით - Stronger, რომელიც 2013 წელს ბოსტონის მარათონის ტერაქტის მსხვერპლისა და შემდგომი სასამართლო პროცესების მოწმის, ჯეფ ბაუმანის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვითაა.

ჯეფ ბაუმანი ტრაგედიის ეპიცენტრში მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ფინიშის ხაზთან საკუთარ ქალიშვილს უცდიდა. ძმები ცარნაევების დადებული ორი ბომბის აფეთქება მასთან ახლოს მოხდა, რის შედეგადაც ბაუმანს ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. შეგახსენებთ, რომ ტერაქტს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 260-ზე მეტი კი დაშავდა.

ჯეფ ბაუმანის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ფილმის ადაპტირებული სცენარის ავტორი ჯონ პონოლო გახლავთ. ბიოგრაფიული ნამუშევრის სიუჟეტი ბოსტონის ტერაქტის, ბაუმანის სარეაბილიტაციო კურსისა და ჯოხარ ცარნაევის სასამართლო პროცესების შესახებაა, რომელსაც საბოლოოდ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

შეგახსენებთ, რომ ბოსტონის მარათონის ტერაქტის შესახებ უკვე არსებობს რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული მხატვრული ფილმი, სათაურით - Patriot Day, სადაც მთავარ როლს მარკ უოლბერგი ასრულებს. რეჟისორ პიტერ ბერგის 2016 წელს გამოსულ ფილმში უოლბერგი ბოსტონელ პოლიციელ ედ დევისს განასახიერებს, ჩეჩენი ტერორისტის, ტამერლან ცარნაევისას კი - ახალგაზრდა ქართველი მსახიობი თემო მელიქიძე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]