„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
ოუენ ჰამფრისი - სელაპის ლეკვი კუნძულ ფარნიზე, ინგლისი.

გრემ ჰარისი - მაჩვი დინეფრის პარკში, ლანდეილო, უელსი.

პაოლინო მასიმილიანო მანუელი - მთიულა და წივწივა გამხმარ მზესუმზირის ღეროზე, იტალია.

EPA - ორიქსები რუბ ელ-ხალის უდაბნოში, საუდის არაბეთი.

AP - ყვავი ჰიმალაურ სვავებთან ერთად ინდოეთის ოლქ დარამშალაში.

Xinhua - ორონგო, იგივე ჩირუ ანუ ტიბეტური ანტილოპა ციანტანის ნაკრძალში.

Xinhua - ოგარი იგივე წითელი იხვი და გარეული ბატები ნიმას ოლქში, ტიბეტი.

Xinhua - მაკაკი თოვლის ფანტელს ღია პირს ახვედრებს ჩინეთის ქალაქ ნანკინში მდებარე ჰანშანის ნაკრძალში.

EPA - მეჭვავია კრონშნეპი ხანგრძლივი წვიმების შემდეგ საკვებს ეძებს, კერნსი, ავსტრალია.

ლიუ შიპინი - ადელის პინგვინები პრიძის ყურეში, ანტარქტიდა.















































