weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ლა ლა ლენდმა“ ოსკარის დაჯილდოებაზე რეკორდული რაოდენობის ნომინაცია მოიპოვა

11:06 ოთხშაბათი, 25 იანვარი 2017

ამერიკის კინოაკადემიამ (AMPAS) რიგით 89-ე დაჯილდოების ნომინანტების სრული სია გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მეტი, 14 ნომინაცია 2016 წლის გახმაურებულმა მიუზიკლმა ფილმმა „ლა ლა ლენდმა“ მიიღო. ამ მაჩვენებლით დამიენ შაზელის ფილმმა „ტიტანიკის“ რეკორდი გაიმეორა.

ნომინაციების გამოცხადებას, წინა წლებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები კრიტიკა და გამოხმაურება მოჰყვა, რადგან წლევანდელი სია საერთო შეფასებით, მხოლოდ უმნიშვნელო მოულოდნელობებით გამოირჩევა.

კინოაკადემიის ჯილდოების მოპოვების უმთავრესი კანდიდატის, „ლა ლა ლენდის“ შემდეგ, საოსკარე ნომინაციების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილს რვა-რვა ნომინაციით სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი „ჩამოსვლა“ და სოციალური დრამა „მთვარის შუქი“ იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ მსახიობებს შორის ოსკარის ნომინაციების რაოდენობის მხრივ რეკორდსმენმა მერილ სტრიპმა მე-20 ნომინაცია მოიპოვა და საკუთარი მიღწევა კიდევ უფრო გააუმჯობესა.

მთავარი ჯილდოს, 2016 წლის საუკეთესო ფილმის წოდებისთვის ამჯერადაც რვა ნამუშევარი იბრძოლებს. ოსკარის ნომინანტ სრულმეტრაჟიან ფილმთა სრული სია კი ასეთია:

წლის საუკეთესო ფილმი:

Arrival (შოუნ ლევი, დენ ლევინი, აარონ რაიდერი და დევიდ ლინდი)

Fences (სკოტ რუდინი, დენზელ ვაშინგტონი და ტოდ ბლეკი)

Hacksaw Ridge (ბილ მექანიკი და დევიდ პერმუტი)

Hell or High Water (კარლა ჰეკენი და ჯული იორნი)

Hidden Figures (დონა ჯილიოტი, პიტერ ჩერნინი, ჯენო ტოპინგი, ფარელ უილიამსი და თეოდორ მელფი)

La La Land (ფრედ ბერგერი, ჯორდან ჰოროვიცი და მარკ პლატი)

Lion (ემილ შერმანი, იან კენინგი და ენჯი ფილდერი)

Manchester by the Sea (მეტ დეიმონი, კიმბერლი სტიუარტი, ქრის მური, ლორენ ბეკი და კევინ ჯ. უოლში)

Moonlight (ადელ რომანსკი, დედე გარდნერი და ჯერემი კლაინერი)

საუკეთესო რეჟისორი:

დენი ვილნევი (Arrival)

მელ გიბსონი (Hacksaw Ridge)

დამიენ შაზელი (La La Land)

კენეტ ლონერგანი (Manchester by the Sea)

ბარი ჯენკინსი (Moonlight)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

ვიგო მორტენსენი (Captain Fantastic)

დენზელ ვაშინგტონი (Fences)

ენდრიუ გარფილდი (Hacksaw Ridge)

რაიან გოსლინგი (La La Land)

კეისი აფლექი (Manchester by the Sea)

საუკეთესო ქალი მსახიობი:

იზაბელ იუპერი (Elle)

მერილ სტრიპი (Florence Foster Jenkins)

ნატალი პორტმანი (Jackie)

ემა სტოუნი (La La Land)

რუთ ნეგა (Loving)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში:

ჯეფ ბრიჯესი (Hell or High Water)

დევ პატელი (Lion)

ლუკას ჰეჯესი (Manchester by the Sea)

მაჰერშალა ალი (Moonlight)

მაიკლ შენონი (Nocturnal Animals)

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში:

ვაიოლა დევისი (Fences)

ოქტავია სპენსერი (Hidden Figures)

ნიკოლ კიდმანი (Lion)

მიშელ უილიამსი (Manchester by the Sea)

ნაომი ჰარისი (Moonlight)

საუკეთესო ორიგინალი სცენარი:

მაიკ მილსი (20th Century Women)

ტეილორ შერიდანი (Hell or High Water)

დამიენ შაზელი (La La Land)

კენეტ ლონერგანი (Manchester by the Sea)

იორგოს ლანთიმოსი და ეფთიმის ფილიპუ (The Lobster)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:

ერიკ ჰაისერერი (Arrival)

ავგუსტ უილსონი (Fences)

ელისონ შროდერი და თეოდორ მელფი (Hidden Figures)

ლიუკ დევისი (Lion)

ბარი ჯენკინსი და ტარელ ელვინ მაკკრეინი (Moonlight)

საუკეთესო ორიგინალი მუსიკა:

მიკა ლევი (Jackie)

ჯასტინ ჰურვიცი (La La Land)

დასტინ ო’ჰალორანი და ფოლკერ ბერტელმანი (Lion)

ნიკოლას ბრიტელი (Moonlight)

თომას ნიუმენი (Passengers)

საუკეთესო ორიგინალი სიმღერა:

ჯეი რალფი და სტინგი - "The Empty Chair" (Jim: The James Foley Story)

ჯასტინ ჰურვიცი, ბენჯ პასეკი და ჯასტინ პოლი - "Audition (The Fools Who Dream)" (La La Land)

ჯასტინ ჰურვიცი, ბენჯ პასეკი და ჯასტინ პოლი - "City of Stars" (La La Land)

ლინ მანუელ მირანდა - "How Far I'll Go" (Moana)

ჯასტინ ტიმბერლეიკი, მაქს მარტინი და კარლ იოჰან შუსტერი - "Can't Stop the Feeling!" (Trolls)

საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი:

ბრედფორდ იანგი (Arrival)

ლინუს სანდგრენი (La La Land)

გრეგ ფრეიზერი (Lion)

ჯეიმს ლექსტონი (Moonlight)

როდრიგო პრიეტო (Silence)

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი:

ჯოანა ჯონსტონი (Allied)

კოლინ ეტვუდი (Fantastic Beasts and Where to Find Them)

კონსოლატა ბოილი (Florence Foster Jenkins)

მადელინ ფონტენი (Jackie)

მერი ზოფრესი (La La Land)

საუკეთესო მხატვრული გაფორმება და დეკორაციები:

პატრის ვერმეტი და პოლ ოტი (Arrival)

სტიუარტ კრეიგი და ანა პინოკი (Fantastic Beasts and Where to Find Them)

ჯეს გონჩორი და ნენსი ჰაიგი (Hail, Caesar!)

სენდი რეინოლდს-ვასკო და დევიდ ვასკო (La La Land)

გაი ჰენდრიქს დაიასი და ჯინ სერდენა (Passengers)

საუკეთესო მონტაჟი:

ჯო უოკერი (Arrival)

ჯონ გილბერტი (Hacksaw Ridge)

ჯეიკ რობერტსი (Hell or High Water)

ტომ კროსი (La La Land)

ნეტ სანდერსი და ჯოი მაკმილონი (Moonlight)

საუკეთესო ხმის მონტაჟი:

Arrival

Deepwater Horizon

Hacksaw Ridge

La La Land

Sully

საუკეთესო ხმის ეფექტები:

Arrival

Hacksaw Ridge

La La Land

Rogue One: A Star Wars Story

13 Hours: The Secret Soldiers of Benghazi

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები:

Deepwater Horizon

Doctor Strange

The Jungle Book

Kubo and the Two Strings

Rogue One: A Star Wars Story

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა:

A Man Called Ove / En man som heter Ove

Star Trek Beyond

Suicide Squad

საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

Kubo and the Two Strings (ტრევის ნაიტი და არიან სუტნერი)

Moana (რონ კლემენტსი, ჯონ მასკერი და ოსნატ შურერი)

My Life as Zucchini / Ma vie de Courgette (კლოდ ბარასი და მაქს კარლი)

The Red Turtle / La Tortue Rouge (მიხაელ დუდოკ დე ვიტი და ტოშიო სუზუკი)

Zootopia (ბაირონ ჰოვარდი, რიჩ მური და კლარკ სპენსერი)

საუკეთესო უცხოური ფილმი:

A Man Called Ove / En man som heter Ove (შვედეთი, რეჟ. ჰანეს ჰოლმი)

Land of Mine / Under sandet (დანია, რეჟ. მარტინ ზანდვლიტი)

Tanna (ავსტრალია, რეჟ. მარტინ ბატლერი და ბენტლი დინი)

The Salesman / فروشنده‎‎ (ირანი, რეჟ. ასღარ ფარჰადი)

Toni Erdmann (გერმანია, რეჟ. მარინ ადე)

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:

Fire at Sea / Fuocoammare (ჯანფრანკო როზი და დონატელა პალერმო)

I Am Not Your Negro (რაულ პეკი, ჰებერტ პეკი და რემი გრელეტი)

Life, Animated (როჯერ როს უილიამსი და ჯული გოლდმანი)

O.J.: Made in America (ეზრა ედელმანი და კეროლაინ უოტერლოუ)

13th (ავა დუვერნე, სპენსერ ავერიკი და ჰოვარდ ბარიში)

ოსკარების დაჯილდოების 89-ე ცერემონია 26 თებერვალს, ტრადიციულად ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გაიმართება, მისი წამყვანი კი ცნობილი ტელეწამყვანი და კომიკოსი ჯიმი კიმელი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]