weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სტივენ ჰოკინგის განცხადებით ადამიანებმა დედამიწა ას წელიწადში უნდა დატოვონ

13:45 პარასკევი, 23 ივნისი 2017

სახელგანთქმულმა ინგლისელმა თეორეტიკოსმა ფიზიკოსმა სტივენ უილიამ ჰოკინგმა კიდევ ერთი აპოკალიფსური პროგნოზი გააკეთა. გენიოსის თქმით, კაცობრიობას მხოლოდ 100 წელიწადი აქვს დედამიწის დასატოვებლად. შეგახსნებეთ, რომ აქამდე ჰოკინგი კაცობრიობას დედამიწის დასატოვებლად მაქსიმუმ 1000 წელს აძლევდა.

ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში, სტრამუსის ფესტივალზე გამოსვლისას ახალ შეფასებაში ჰოკინგმა კიდევ ერთხელ ივარაუდა, რომ კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა ახალი სახლის, სხვა პლანეტის პოვნაა. 

„თუკი კაცობრიობას სურს კიდევ იარსებოს მილიონობით წლის მანძილზე, ჩვენი მომავალი დამოკიდებულია გაბედულად გავემგზავროთ იქ, სადაც მანამდე არავინ ყოფილა“, - ჰოკინგის სიტყვებს „ბი-ბი-სი“ აქვეყნებს.

ფიზიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა იმუშაონ მისიაზე, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს კაცობრიობა მთვარეზე ხომალდს დასვამს, მომდევნო 30 წლის განმავლობაში კი მთვარეზე უნდა შეიქმნას ბაზა, რომელიც 2025 წლისთვის მარსზე ადამიანებს გააგზავნის. 

„კოსმოსში ვიმყოფებით და ერთადერთი ადგილი, სადაც წასვლა შეგვიძლია, სხვა სამყაროებია. დროა, გამოვიკვლიოთ სხვა მზის სისტემები. გავრცელება ალბათ ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენ ყველას ჩვენივე თავებისგან გადაგვარჩენს. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს დედამიწის დატოვება სჭირდებათ“, - განმარტა ჰოკინგმა. 

2020 წლისთვის მთვარეზე ადამიანთა გაგზავნა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც კი სურს. აღნიშნულ საკითხზე უკვე აქტიურად მუშაობენ როგორც სამთავრობო, ისე კერძო კოსმოსური სააგენტოები. მაგალითად, NASA-ს მარსის მისია შენიშნავს, რომ მთვარის ორბიტაზე სადგურის შექმნა საკვანძო ნაბიჯი იქნება წითელი პლანეტის სამომავლო მისიებისათვის. იგივე მიზნის მისაღწევად სხვა ქვეყნებიც მუშაობენ: 2020-იან წლებში მარსზე ჩასვლას ჩინეთი და ევროპის ქვეყნებიც იმედოვნებენ. 

ჰოკინგის განცხადებით, მთვარის შესახებ დასახული მიზნები არა მხოლოდ სასიცოცხლოა, არამედ იგი კაცობრიობას გააძლიერებს მანამ, სანამ ჯერ კიდევ დედამიწაზე ვართ და ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ ქვეყნებს საერთო მიზნის გარშემო გააერთიანებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]