თითოეული არსება ერთმანეთზე უცნაური და საინტერესოა. მათ შორის არიან: მოუქნელი გრძელი ხელების მქონე ომარები, უცნაური ჭიები, კიბორჩხალები დასერილი აბჯრით და ბუშტის მსგავსი თევზები.
მეცნიერებს ოთხი კვირა დასჭირდათ 45 წყალქვეშა მთის შესასწავლად. ხსენებულ რეგიონში ასზე მეტი წყალქვეშა მთაა, რომლებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი ღრმა ზღვის მარჯნებითა და იქ ბინადარი არსებებით. ექსპედიციის დროს მკვლევარებმა 60 000-მდე ფოტო და 300 საათის ხანგრძლივობის ვიდეო გადაიღეს.