weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ვარსკვლავური ომების“ ანთოლოგიის ახალი ფილმის გადაღებებს რონ ჰოვარდი დაასრულებს

12:04 პარასკევი, 23 ივნისი 2017

ოსკაროსანი ამერიკელი რეჟისორი რონ ჰოვარდი კოსმოსური კინოსაგა „ვარსკვლავური ომების“ ანთოლოგიის კინოსერიიის გადაღებებს დაასრულებს. მოგეხსენებათ, ორი დღის წინ პროდიუსერებთან უთანხმოების გამო აღნიშნული პროექტიდან რეჟისორები დაითხოვეს.

საკულტო პერსონაჟ ჰან სოლოს ახალგაზრდობის შესახებ შექმნილი ფილმის რეჟისორის სავარძელი ქრისტოფერ მილერმა და ფილ ლორდმა ოთხთვენახევრიანი გადაღებების შემდეგ, პროექტის შემქმნელებთან განსხვავებული სტილისტიკისა და კრეატიული შეხედულებების შეუთავსებლობის გამო დატოვეს, რონ ჰოვარდი კი, რომელსაც კინოსამყარო კარგად იცნობს წარმატებული ფილმებით - „აპოლო 13“, „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“, „ბრწყინვალე გონება“, „და ვინჩის კოდი“, „ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ“ და სხვა, გადაღებებში 10 ივლისიდან ჩაერთვება და დარჩენილ ერთთვიან პერიოდში დაასრულებს ფილმზე მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ „ვარსკვლავური ომების“ კინოსერიების ანთოლოგიის ახალ ფილმში, რომელიც ჰარისონ ფორდის მიერ შესრულებული პოპულარული კინოგმირის ახალგაზრდობის წლებზე იქნება, მთავარ როლს ოლდენ ერენრაიხი შეასრულებს. მის გარდა მაყურებელი ფილმში იხილავს: ახალგაზრდა კომიკოს მსახიობ დონალდ გლავერს, „სატახტოთა თამაშის“ ვარსკვლავ ემილია კლარკს, ასევე ცნობილ მსახიობებს - ვუდი ჰარელსონსა და ტენდი ნიუტონს. ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმის გადაღებები 2017 წლის თებერვალში დაიწყო,  პრემიერის თარიღი კი 2018 წლის 25 მაისია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]