ბარი ჯენკინსმა ანიმაციისადმი საქებარი სიტყვები „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა, რასაც თავად ადამიან-ობობაზე შექმნილი ახალი კინოისტორიის თანარეჟისორი პიტერ რემსი გამოეხმაურა და მადლობა აღფრთოვანებულმა გადაუხადა.
გამორჩეული ვიზუალის მქონე ანიმაციაში მთავარი პერსონაჟი „მარველის“ კომიქსების ახალი გმირი მაილს მორალესია, რომელიც პიტერ პარკერის შემდეგ ხდება მეორე ადამიანი-ობობა. კინოჰიტმა უკვე დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება და დადებითი შეფასებები, მცირე ხნის წინ იგი ოქროს გლობუსზეც წარადგინეს.