სიუჟეტის მიხედვით, მთავარი მოქმედი გმირები აფრო-ამერიკული ოჯახის ოთხი წევრია, რომლებსაც ზღვისპირა ნაქირავებ სახლში დაუპატიჟებელი სტუმრები ატერორებენ. ისინი მალევე გააცნობიერებენ, რომ უცნობი ადამიანები მათივე ანტაგონისტი ორეულები არიან.
ფილმში მთავარ როლებს ოსკაროსანი ლუპიტა ნიონგ’ო, უინსტონ დიუკი და ელიზაბეტ მოსი ასრულებენ. ფილმის პრემიერა მარტში შედგება.
შეგახსენებთ, რომ ჯორდან პილის გასული წლის ფსიქოლოგიურმა თრილერმა Get Out, კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მიიღო, სხვადასხვა კინოდაჯილდოებებზე კი 210 ნომინაცია და 87 ჯილდო ერგო, მათ შორის - ოსკარი ჯორდან პილს ორიგინალ სცენარში.