ვებგვერდის სიის სათავეში კომპანია „მარველის“ წარმატებული კინოკომიქსი Black Panther მოექცა, რომელმაც 439 დაწერილი რევიუსგან გამომუშავებული 97%-იანი შეფასება მიიღო.
მეორე ადგილზე 2018 წლის კიდევ ერთი აღიარებული ბლოკბასტერი, „შეუსრულებელი მისიის“ მე-6 ნაწილი გავიდა. საუკეთესო ათეულში მოხვდა ორი ანიმაცია და წლევანდელი კინოდაჯილდოებების ჰიტები: „შავკანიანი კლანის წევრი“, „ვარსკვლავის დაბადება“ და „რომა“.
2018 წლის ფილმების საუკეთესო ათეული, rottentomatoes.com-ის მიერ შეგროვილი რეცენზიებისა და რევიუების მიხედვით, ასე გამოიყურება:
- Black Panther - 439 რეცენზია / 97%
- Mission: Impossible – Fallout - 374 რეცენზია / 97%
- BlacKkKlansman - 363 რეცენზია / 95%
- A Star Is Born - 438 რეცენზია / 90%
- Spider Man: Into the Spider-Verse - 294 რეცენზია / 97%
- A Quiet Place - 327 რეცენზია / 95%
- Paddington 2 - 215 რეცენზია / 100%
- Roma - 294 რეცენზია / 96%
- Call Me by Your Name – 311 რეცენზია / 95%
- Incredibles 2 - 329 რეცენზია / 94%
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე წელია Rotten Tomatoes-ის ამ რეიტინგში პირველ ადგილზე გადის აფრო-ამერიკული სოციალური თემატიკის მქონე ფილმი - გასულ წელს იყო Get Out, იმის წინ კი - Moonlight.