weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მეთიუ მაკკონაჰი წლის ყველაზე წამგებიან მსახიობად დასახელდა

14:57 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018

პოპულარულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ ფინანსურად ყველაზე წამგებიანი მსახიობები გამოავლინა. ამერიკული ბიზნეს ჟურნალის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად 2018 წლის ყველაზე წამგებინ მსახიობად მეთიუ მაკკონაჰი დასახელდა: მისთვის გადახდილი ჰონორარიდან თითოეულ დოლარზე სტუდიებმა თითქმის იგივე ოდენობა მიიღეს.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფილმების შემქმნელებმა მაკკონაჰის ჰონორარიდან თითო დოლარზე მხოლოდ 10 ცენტის (10%) მოგება ნახეს.

წლის ყველაზე დაბალი რენტაბელურობის მქონე მსახიობთა  სიაში ასევე მოხვდნენ ისეთი დიდი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ქრისტიან ბეილი, მეთ დეიმონი, ტომ კრუზი და ტომ ჰენკსი.

ზემოთხსენებული სია დგება მსახიობის მონაწილეობით ბოლო ფილმების საერთო შემოსავლის გაყოფით მსახიობის მიერ აღებულ საერთო ჰონორარზე. ამგვარად დგინდება ფინანსური მოგება მსახიობის თითოეულ გამომუშავებულ დოლართან მიმართებაში.

„ფორბსის“ 2018 წლის მსახიობთა ანტი-ათეული ასეთი გახლავთ:

მეთიუ მაკკონაჰი – ერთ დოლარზე $1.1

ქრისტიან ბეილი – ერთ დოლარზე $1.5

მეთ დეიმონი – ერთ დოლარზე $3.7

მელისა მაკკართი – ერთ დოლარზე $4.9

რიზ უიზერსპუნი – ერთ დოლარზე $5.2

შარლიზ ტერონი – ერთ დოლარზე $7.9

ტომ კრუზი – ერთ დოლარზე $10.4

ტომ ჰენკსი – ერთ დოლარზე $12.1

ბენ აფლექი – ერთ დოლარზე $12.2

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]