weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დევიდ ფინჩერი უფროსებისთვის განკუთვნილ ანიმაციას ქმნის

12:44 სამშაბათი, 08 იანვარი 2019

ოსკარის ორგზის ნომინანტი რეჟისორი დევიდ ფინჩერი კომიქს კინოჰიტ „დედპულის“ რეჟისორ ტიმ მილერთან ერთად მუშაობს კომპანია „ნეტფლიქსის“ ანიმაციურ ანთოლოგიურ სერიალზე, სათაურად „სიყვარული, სიკვდილი და რობოტები“ (Love, Death, and Robots),  რომელიც უფროსი ასაკის მაყურებელზე იქნება გათვლილი.

18 ეპიზოდისგან შემდგარი არასაბავშვო სერიალის თითოეული ეპიზოდი განსხვავებული ანიმაციითაა შექმნილი და თითოეულ სერიასაც ცალკე რეჟისორი ჰყავს. მასში გამოყენებულია თოჯინური, ხელით ნახატი, კომპიუტერული სამგანზომილებიანი და სხვა სტილის ანიმაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, სერიები 5-დან 15 წუთამდე ხანგრძლივობის იქნება. დევიდ ფინჩერი და ტიმ მილერი სერიალის პროდიუსერები არიან.

არც შეეხება +18 ანიმაციის ჟანრს, სერიალში ძირითადად თავმოყრილია საშინელებათა, ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის მიმდინარეობები.

აქვე გეტყვით, რომ ამჟამად დევიდ ფინჩერის უკანასკნელი ნამუშევარი კრიმინალური თრილერი ჟანრის სერიალ Mindhunter-ის მეორე სეზონია, ტიმ მილერის სამომავლო პროექტი კი „ტერმინატორის“ მორიგი ახალი კინოვერსია გახლავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]