გთავაზობთ 7 ყველაზე უცნაურ ცათამბჯენს, რომლებსაც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ აქვეყნებს.

სპილოს შენობა, ბანგკოკი - ცნობილი ტაილანდელი არქიტექტორის, სუმეტ ჯუმასის მიერ 1997 წელს აგებულ შენობას ქვეყნის სიმბოლოდ მიჩნეული ცხოველის ფორმა და სახელი გააჩნია.

უმედას შენობა, ოსაკა - იაპონიის ქალაქში მდებარე 40-სართულიანი ცათამბჯენი ორ ნაწილიანია, რომელთაც მოცურავე ობსერვატორული ბაღი აერთებს.

აბრაჯ ალ-ბაიტის კოშკი, მექა - ცათამბჯენი, რომელიც საუდის არაბეთისა და სრულიად მუსულმანური სამყაროს მთავარ სამლოცველოს გადმოჰყურებს, „არაბულ ბიგ ბენად“ იწოდება.

აკვა, ჩიკაგო - ჯინ განგის დიზაინით შექმნილი 82-სართულიანი ცათამბჯენი შორიდანაც უცნაური ჩანს და ახლო ხედითაც.

სასტუმრო ტიანზი, ლანფანი - ათსართულიანი ჩინური სასტუმრო გინესის რეკორდსმენიცაა, როგორც ყველაზე დიდი მოხატულ-ქანდაკებიანი შენობა. ტიანზი შესაძლოა არაა ცათამბჯენი, მაგრამ ბედისწერის ღმერთების - ფუს, ლუსა და შოუს გამოსახულებები ნამდვილად ანიჭებს უცნაურის სახ

ალ-დარის შტაბი, აბუ დაბი - საამიროების დედაქალაქში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა დგას, მაგრამ ქალაქი მრგვალი ფორმის ცათამბჯენითაცაა ცნობილი.

„მობილურის შენობა“, კუნმინი - 11-სართულიანი შენობა სამხრეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციის ქალაქშია აღმართული. „მობილურის“ ეკრანზეც და ღილაკებზეც ფანჯრებს შეამჩნევთ.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 