weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დაუკვირდით თუ რას ჭამთ და როდის - National Geographic

12:18 ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019

კლივლენდის კლინიკის ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელი და პრესტიჟული გამოცემა New York Times-ის არაერთი ბესტსელერის ავტორი - ექიმი მაიკლ როიზენი და სატელევიზიო გადაცემა „ექიმი ოზის შოუს“ მთავარი ექიმი მაიკლ კრუპეინი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უკვე დიდი ხანია უკეთეს კვებას უკავშირებენ, მაგრამ ახალ ერთობლივ წიგნში სათაურით „როდის რა ვჭამოთ“, გვამცნობენ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როდის ვჭამთ, ვიდრე თვითონ საკვები.

უახლეს მეცნიერულ დაკვირვებებზე დაყრდნობით, დუეტი ჯანსაღი წონის შენარჩუნების, ზოგი დაავადების პრევენციისა და განკურნებისთვის, ასევე ხანგრძლივი, ენერგიით აღსავსე, ბედნიერი ცხოვრებისთვის განკუთვნილ კვებაზე წერს. ექიმმა ავტორებმა National Geographic-ის რამდენიმე კითხვასაც უპასუხეს.

მათი აზრით, ჩვენი ბიოლოგიური საათი ანუ ცირკადიული რიტმი, რომელიც გარკვეულ დროს აგზავნის სიგნალებს და გვეხმარება გაღვიძებაში, დაძინებასა და სხვა ქმედებებში, კვების საათზეც ანალოგიურია: ის საკვების მიღებისა და ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების სინქრონიზაციას ახდენს. ამ საათების თანახმად, კვების საუკეთესო რეჟიმია დილიდან მეტი ენერგიით აღვსება, ხოლო მოგვიანებით - ნაკლები, თუმცა ჩვენი ორგანიზმი პირიქით ითხოვს. კვების ასეთ განრიგს კი ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა აქვს - ცხოველებსა და ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის წონის მატებას, ქრონიკულ დაავადებებსა და ნაადრევ დაბერებას უკავშირდება.

როიზენისა და კრუპეინის რჩევები ასეთია:

1) საკვები მიიღეთ მხოლოდ იმ დროს, როდესაც მზე ანათებს – დღის დაახლოებით 12-საათიან პერიოდში. უფრო მცირე ინტერვალი კიდევ უკეთესია.

2) დილით და შუადღისას მეტი ჭამეთ, მოგვიანებით კი – ნაკლები.

რჩევების გათვალისწინებით, კვება საბოლოოდ სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ, ხელს შეგიწყობთ დაავადებების თავიდან აცილებაში და ზოგი დაავადების ალაგმვაში, ზოგჯერ - განკურნებაშიც კი.

„როდის რა ვჭამოთ“ გვასწავლის, რომ ზოგი საკვების მიღება ჩვენს ორგანიზმს კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გამკლავებაში ეხმარება:

როდესაც მშიერი და ბრაზიანი ხართ - მოხალული მუხუდო, ცერცვი. ის ჯანსაღ ცილასა და უჯრედისს შეიცავს, რაც ზედგამოჭრილია შიმშილისმიერი ჯავრის ამოსაყრელად.

როდესაც პირველ პაემანზე მიდიხართ - მიიღეთ ავოკადო, ნიგოზი (სასარგებლო ცხიმები) და თხლად დაჭრილი ინდაურის ხორცი (ჯანსაღი ცილა) მთლიანმარცვლოვან გახუხულ პურზე (რთული ნახშირწყლები).

როდესაც ავად ხართ - მიიღეთ ქათმის წვნიანი, ის ლორწოს წებოვნებაზე მოქმედებს და ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე ნივთიერებებს შეიცავს.

როდესაც საქმიანი გასაუბრება გაქვთ - საუზმეზე შვრიის ფაფას ცოტა დაფქული სელი მოაყარეთ და მიიღებთ ჯანსაღი ცხიმებისა და ვიტამინების წყაროს, რომელიც კონცენტრაციის უნარსა და თავის ტვინის ქერქის ფუნქციას ზრდის. ყავა ყურადღების მოკრებას უწყობს ხელს, ამიტომ გასაუბრებამდე 45 წუთით ადრე დალიეთ არა უმეტეს ერთი ან ორი ფინჯნისა.

როდესაც გინდათ, ტვინი დაიცვათ - ორაგული ჯანსაღ ცხიმებს შეიცავს, რომლებიც თქვენს ტვინს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან იცავს.

როდესაც ხშირად გტკივდებათ თავი - ისპანახი. შეიცავს B ვიტამინს და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც შაკიკის სიხშირეს ამცირებს.

როდესაც თქვენს ოჯახს კიბოსკენ მიდრეკილება აქვს - ბევრი ბოსტნეული, განსაკუთრებით კი ჯვაროსნები (მაგ. მწვანე და ყვავილოვანი კომბოსტო). ისინი დაავადებასთან მებრძოლი საკვები ნივთიერებებითაა სავსე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]