weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სტელან სკარსგორდი „დიუნის” სამსახიობო გუნდს შეუერთდა

14:09 ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019

მწერალ ფრენკ ჰერბერტის ბესტსელერ „დიუნის” ახალ ეკრანიზაციაში, რომელსაც ოსკარის ნომინანტი კანადელი რეჟისორი დენი ვილნევი იღებს, შვედი მსახიობი სტელან სკარსგორდი ითამაშებს.

67 წლის მსახიობი ანტაგონისტ პერსონაჟს, ბარონ ვლადიმირ ჰარკონენს განასახიერებს. სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის სურათში, რომლის სცენარის თანაავტორი ოსკაროსანი ერიკ როთი გახლავთ, მთავარ როლს ოსკარის ნომინანტი ახალგაზრდა ვარსკვლავი ტიმოტე შალამე შეასრულებს, მის გარდა ფილმში ასევე გამოჩნდებიან რებეკა ფერგიუსონი და დეივ ბაუტისტა.

დენი ვილნევი „დიუნის“ მინიმუმ ორ სერიას გადაიღებს

რომანისა და ფილმის სიუჟეტი შორეულ მომავალში ვითარდება, სადაც პლანეტა არაკისის ხელში ჩაგდებას ფეოდალური დინასტიები ეცილებიან ერთმანეთს. ხსენებულ პლანეტაზე ნარკოტიკული ნივთიერება მელანჟი არსებობს, რომელიც ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს ანიჭებს და მათ უკვდავებსაც კი ხდის. მთავარი გმირი პოლ ატრეიდესი (ტიმოტე შალამე) გახლავთ, რომელიც ცენტრალური ფიგურაა პლანეტისა და მისი რესურსებისთვის გაჩაღებულ დაუნდობელ ომში.

ფილმის გადაღებები წლის მეორე ნახევარში, იორდანიასა და უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩაივლის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]