სამკუთხა პანელების დიზაინის ავტორია კომპანია Aedas Architects, რომლის შთაგონების წყაროა უძველესი არაბული არქიტექტურული კულტურის ელემენტი სახელად „მაშრაბია“.
პანელები კომპიუტერით იმართება - იხურება, იხსნება და მოძრაობს ჰორიზონტალურად მზის სხივების დასაბლოკად.
145 მ სიმაღლის ტყუპი ცათამბჯენები, რომელიც 2012 წელს გაიხსნა, მთლიანად შუშითაა დაფარული. მისი დიდი ჟალუზები კი შენობის შიგნით მზის სხივების 50%-ს ზღუდავს.