ოსკარის ნომინანტი სცენარისტ-რეჟისორი დენ გილროი და მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლი 2014 წლის აღიარებული დრამა Nightcrawler-ის შემდეგ ახალი მისტიკური თრილერით ბრუნდებიან. რეჟისორის რიგით მე-3 ფილმში სათაურად Velvet Buzzsaw, რომლის წარმოებითაც კომპანია „ნეტფლიქსი“ დაკავდება, ასევე მონაწილეობენ რეჟისორის მსახიობი მეუღლე რენე რუსო, ჯონ მალკოვიჩი და ტონი კოლეტი.
ფსიქოლოგიური თრილერის სიუჟეტი იდუმალი მხატვრის ნამუშევრებით შეპყრობილ ადამიანთა ჯგუფზე გვიამბობს, რომლებსაც სახვითი ხელოვნებით ხარბი გატაცება ზებუნებრივი ბნელი ძალების გამო კოშმარად ექცევათ.
R-რეიტინგის მქონე საშინელებათა ჟანრის ფილმი კინოეკრანებზე 1-ლი თებერვლიდან გამოვა.