ბიოპიკის სცენარის ავტორი და რეჟისორი ბილ ფიშმენი გახლავთ, ბილი ზეინი კი, რომელიც დიდი ხანია ფილმოგრაფიითა და რეიტინგით ვერ დაიკვეხნის, ფილმის პროდიუსერიც იქნება.
2011 წელს გამოქვეყნებული მემუარის ავტორი ლოს ანჯელესელი არქიტექტორი ბერნარდ ჯაჯი გახლავთ, რომელიც 70-იანი წლების დასაწყისში, წყნარ ოკეანეში მდებარე დაუსახლებელ ატოლზე მარლონ ბრანდოსთან ერთად იმყოფებოდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი და ბერნარდ ჯაჯი ერთად მუშაობდნენ ეკოლოგიურად მდგრადი კერძო საცხოვრებლის მშენებლობაზე.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს ბერნარდ ჯაჯის როლს, ასევე უცნობია ფილმის პრემიერის თარიღი.