weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ძაღლი რომელიც ქანდაკება ეგონათ ინტერნეტში პოპულარული გახდა

14:44 შაბათი, 12 იანვარი 2019

როდესაც ფილიპინების ქალაქ კესონ სიტის მკვიდრმა სანდრა პინედამ საკუთარი ძაღლის ფოტო ინტერნეტში განათავსა, ვერ წარმოიდგენდა, რომ გამოქვეყნებიდან ერთ საათში ფოტოს 10 000 მოწონება ექნებოდა.

საქმე ისაა, რომ ათასობით ადამიანს ფოტოზე არსებული ძაღლი სახელად პაიპერი, ქანდაკება ეგონათ და გამუდმებით კითხულობდნენ - ცოცხალი იყო იგი თუ სტატუეტი.

22 წლის სტუდენტმა სანდრა პინედამ, რომელიც უამრავი ინტერნეტმომხმარებლის შეკითხვამ დააბნია, პაიპერი გასული წლის მარტში შეიძინა, როდესაც ძაღლი 6 თვის იყო.

პაიპერი ცნობილი მექსიკური უბალნო ჯიშის წარმომადგენელია. შოლოიცკუინტლი - ასე ეწოდება ძაღლის აღნიშნულ უძველეს სახეობას, რომელიც ასევე ნაჩვენებია ოსკაროსან ანიმაციაში „კოკო“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]