ვენეციის კინოფესტივალის ტრიუმფატორი და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი კრიტიკოსებმა წლის ფილმის, რეჟისორის, უცხოური ფილმისა და საუკეთესო ოპერატორის ნომინაციებში გამოარჩიეს.
კრიტიკოსთა ტელე-რადიო და ონლაინ სამაუწყებლო ასოციაციის (BFCA) მიერ ორგანიზებული დაჯილდოება ფილმების ყველაზე მნიშვნელოვანი და სოლიდური დაჯილდოების - ოსკარების ცერემონიის ერთ-ერთი წინამორბედია, ამიტომაც კრიტიკოსთა დაჯილდოების პრიზიორები ოსკარებზე მოხვედრისა და გამარჯვების უმთავრეს კანდიდატებად მოიაზრებიან.
2018 წლის კრიტიკოსთა დაჯილდოების ნომინაციებში გამარჯვებული ფილმების სრული სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ფილმი - Roma
საუკეთესო რეჟისორი - ალფონსო კუარონი (Roma)
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ქრისტიან ბეილი (Vice)
საუკეთესო მსახიობი ქალი - გლენ კლოუზი (The Wife), ლედი გაგა (A Star Is Born)
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში - მაჰერშალა ალი (Green Book)
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში - რეჯინა კინგი (If Beale Street Could Talk)
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ ფილმში - ქრისტიან ბეილი (Vice)
საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ ფილმში - ოლივია კოლმანი (The Favourite)
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი - ელსი ფიშერი (Eighth Grade)
საუკეთესო სამსახიობო გუნდი - The Favourite
საუკეთესო ორიგინალი სცენარი - პოლ შრეიდერი (First Reformed)
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ბარი ჯენკინსი (If Beale Street Could Talk)
საუკეთესო მუსიკა - ჯასტინ ჰურვიცი (First Man)
საუკეთესო სიმღერა - “Shallow” (A Star Is Born)
საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი - ალფონსო კუარონი (Roma)
საუკეთესო მონტაჟი - ტომ კროსი (First Man)
საუკეთესო მხატვრული გაფორმება - Black Panther
საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი - Black Panther
საუკეთესო გრიმი - Vice
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - Black Panther
საუკეთესო მძაფრსიუჟეტიანი ფილმი - Mission: Impossible – Fallout
საუკეთესო კომედია - Crazy Rich Asians
საუკეთესო ფანტასტიკური / საშინელებათა ფილმი - A Quiet Place
საუკეთესო უცხოურ ფილმი - Roma (მექსიკა)
საუკეთესო ანიმაცია - Spider-Man: Into the Spider-Verse