კატის სახელი ლომბარდიულ დიალექტზე „მასხარას“ ნიშნავს, თუმცა პატრონ ედგარ სკანდურას თქმით, იგი სახელს ვერ ამართლებს, რადგან წყნარი, მშვიდი და ძალიან მორცხვია.
აღსანიშნავია, რომ მეინ-კუნის კატები დიდი ზომით გამოირჩევიან. ისტორიაში არსებული ყველაზე გრძელი კატა სწორედ აღნიშნული სახეობის წარმომადგენელი, 2013 წელს გარდაცვლილი ინდივიდი სახელად სტიუი იყო, რომლის სიგრძე 123 სმ გახლდათ.