weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ადამიანი-ობობა ახალი კინოსერიით ბრუნდება

12:39 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

კომპანია „მარველის“ კინოსამყაროს მიმდინარე სერიებში მორიგი ფილმი ადამიანი-ობობას ახალი თავგადასავალია, რომლის ტრეილერი ახლახანს გავრცელდა. „სახლიდან შორს“ ასეთი ქვესათაური აქვს სიკველს, რომელშიც პიტერ პარკერს ახალ მტერთან, მისტერიოსთან მოუწევს შეხვედრა.

სიუჟეტის მიხედვით პიტერ პარკერი მეგობრებთან ერთად ევროპაში მოგზაურობს, სადაც სახიფათო თავგადასავალს აწყდება.

ფილმის რეჟისორი წინა ისტორიის მსგავსად ჯონ უოტსი გახლავთ. პირველი ნაწილიდან ცნობილ სამსახიობო ჯგუფს კი ოსკარის ნომინანტი ვარსკვლავი ჯეიკ ჯილენჰოლი დაემატა, რომელიც ხსენებულ სუპერვილენ მისტერიოს განასახიერებს.

ფილმის პრემიერა 2019 წლის 5 ივლისს შედგება, მანამდე კი „მარველის“ კინოსამყაროს ორი ახალი ნაწილი - „კაპიტანი მარველი“ და შურისმაძიებლების მე-4 სერია გამოვა, შესაბამისად, 8 მარტსა და 26 აპრილს.

 

ამ თემაზე:

„დოქტორ სტრეინჯის“ გაგრძელებას იგივე რეჟისორი გადაიღებს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]