weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„შეუსრულებელი მისიის“ შემდეგ ორ სერიას ერთდროულად გადაიღებენ

11:29 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

პოპულარული მძაფრსიუჟეტიანი ფრანშიზა „შეუსრულებელი მისიის“ მომდევნო ორი ნაწილი, რომლებსაც ერთდროულად გადაიღებენ, 2021 და 2022 წლებში გამოვა, რაც წინა ორი სერიის სცენარის ავტორმა და რეჟისორმა ქრისტოფერ მაკკუორიმ დაადასტურა. იქამდე კი ამ ოსკაროსან სცენარისტ-რეჟისორისა და სერიების ვარსკვლავ ტომ კრუზის სხვა ერთობლივი ფილმი Top Gun: Maverick გამოვა.

შემქმნელებს ფრანშიზის გაგრძელებისკენ ბოლო სერიების წარმატებამ უბიძგა. მოგეხსენებათ, „შეუსრულებელი მისიის“ ბოლო სამი ნაწილი მაღალშემოსავლიანები გამოდგა და ამავდროულად, კრიტიკოსთა და მაყურებელთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. განსაკუთრებული აღიარება წილად ხვდა 2018 წელს გამოსულ უკანასკნელ სერიას - Fallout, რომელშიც ტომ კრუზმა სიცოცხლისთვის საშიში ურთულესი ტრიუკი შეასრულა. ფილმი საუკეთესოდ აღიარეს თავის სერიულობაში და ექშენისა და ჯაშუშური ჟანრის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმადაც შეირაცხა.

შეგახსენებთ, რომ ტომ კრუზის მონაწილეობით პირველი „შეურულებელი მისია“, რომელიც ამავე სახელწოდების მქონე 60-70-იანი წლების სერიალზეა დაფუძნებული, 1996 წელს გამოვიდა. მისი დამდგმელი საკულტო რეჟისორი ბრაიან დე პალმა გახლავთ. შემდეგ იყო რეჟისორ ჯონ ვუს 2000 წელს გამოსული, ფრანშიზის ყველაზე დაბალრეიტინგიანი სიკველი, ჯ.ჯ. აბრამსის გადაღებული მესამე სერია (2006 წ.) და 2011 წელს გამოსული ფილმი ქვესათაურით - Ghost Protocol (რეჟ. ბრედ ბირდი), რასაც ქრისტოფერ მაკკუორის ორი ნაწილი - Rogue Nation და Fallout მოყვა, შესაბამისად 2015 და 2018 წლებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]