weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მოტოროლამ“ ცნობილი დასაკეცი ტელეფონი გააცოცხლა

14:18 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

კომპანიებმა - Lenovo და Verizon, წლების წინ არსებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონის, Motorola RAZR V3-ს ახლიდან გამოშვება გადაწყვიტეს. „მოტოროლას“ განახლებული მოდელის წარმოება თებერვლიდან იგეგმება.

ჯერ-ჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი, თუმცა ვიცით ის, რომ საკულტო ტელეფონის მთავარი ღირსება შენარჩუნდება და ის კვლავაც დასაკეცი იქნება. ეკრანის ზომაზე, კლავიატურასა და დიზაინზე ასევე არაფერია ცნობილი.

აღსანიშნავია ის, რომ განახლებული მოდელი iPhone-ის ბოლო მოდელზე ძვირი – $1500 ეღირება და სწორედ ესაა საინტერესო, თუ რა თვისებები ექნება მას და როგორი იქნება „მოტოროლას“ მობილურის განახლებული ვერსია.

აქვე შეგახსენებთ, რომ მსგავსი რამ უკვე გააკეთა „ნოკიამ“, როდესაც გასულ წელს ე.წ. „ბანანი-ნოკიას“ ახალი ვერსია გამოუშვა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]