weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მთვარეზე აღმოცენებული ბამბა გახმა

17:50 პარასკევი, 18 იანვარი 2019

რამდენიმე დღის წინ მთელი მსოფლიო მოიცვა ახალმა ამბავმა, რომ ჩინეთის მიერ მთვარის ე.წ. ბნელ მხარეს გაგზავნილ ხომალდზე მოთავსებულ კონტეინერში ბამბის თესლი გაღივდა. ეს პირველი მცენარე იყო, რომელმაც დედამიწის მიღმა, სხვა სხეულზე გაიხარა, თუმცა როგორც მალევე გაირკვა, მთვარე ამჟამად კვლავ უსიცოცხლოა.

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ბამბის გაღიებული თესლები მზის ჩასვლას ვერ გადაურჩა, რადგან ამ დროს კონტეინერში ტემპერატურა -52 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა. როგორც ჩანს, კონტეინერს ხელოვნური გათბობა არ ჰქონდა.

ექსპერიმენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, სი გენსინის თქმით, ბამბისგან განსხვავებით, აღმოცენება ვერ შეძლო კონტეინერში მოთავსებულმა სხვა თესლებმა, მაგალითად - კარტოფილმა.

გენსინის თქმით, ეს ექსპერიმენტი უკვე დასრულებულია და ორგანული მასალები კონტეინერში თანდათან გაიხრწნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]