weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

სიუზენ პოტერის „უკვდავი გვამი“

13:32 შაბათი, 19 იანვარი 2019

ამერიკელმა სიუზან პოტერმა საკუთარი სხეული მეცნიერებას უსახსოვრა. მისი გვამი გაყინეს, 27 000 ნაწილად გაჭრეს და ფოტოსურათები გადაუღეს. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ მისი ვირტუალური სხეული მედიცინის სტუდენტებს სამარხიდანაც მიაწვდის ცოდნას.

სიცოცხლის უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სიუზენ პოტერს თან დაჰქონდა ბარათი შემდეგი სიტყვებით:

„ჩემი სურვილია, ჩემი სხეული გამოყენებულ იქნას „ხილვადი ადამიანის პროექტში“ მონაწილე სხეულების მსგავსი მიზნებისთვის, კერძოდ, მისი ფოტოგრაფიული გამოსახულებების მოხმარება შესაძლებელი იყოს ინტერნეტში სამედიცინო განათლებისთვის ... ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში... პეიჯერით შეატყობინეთ მედიცინის დოქტორ ვიქტორ მ. სპიცერს... სხეულის მისაღებად ოთხსაათიანი ვადაა.“

National Geographic-ის ავტორი კეტი ნიუმანი ვიკ სპიცერს 2004 წლის მარტში შეხვდა. სპიცერმა სიუზენ პოტერთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. ფაქტობრივად, ეს იყო ამბავი ორ ცოცხალ ადამიანს შორის ურთიერთობისა: მეცნიერი თავისი ინოვაციური ხედვით და მოხალისე ქალი, რომელის გარდაცვალების შემდეგ განხორციელდებოდა პროექტი. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ცხოვრების უკანასკნელი 15 წელი სიუზან პოტერმა ვიკ სპიცერისთვის იცოცხლა.

როდესაც 2015 წლის 16 თებერვალს პოტერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი სხეული დენვერის პალიატიური დახმარების დაწესებულებიდან წამოასვენეს, სადაც მან ბოლო ერთი კვირა გაატარა. შემდეგ გვამი საყინულეში მოათავსეს და -26°C ტემპერატურაზე სრულ სიმკვრივემდე გაყინეს. დაახლოებით ორი წლის შემდეგ პოტერის გაყინული გვამი ხერხით ოთხ ნაწილად გაჭრეს, რაც პირველი ნაბიჯი იყო იმ პროცესისა, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა. საბოლოოდ სპიცერი პოტერის სხეულს აღადგენს და სტრუქტურულად გადააწყობს ერთგვარი ციფრული ავატარის მსგავს გამოსახულებად, რომელიც მედიცინის სტუდენტებს დაელაპარაკება და დაეხმარება გაიგონ, თუ როგორ ფუნქციონირებდა მისი ორგანიზმი სიცოცხლეში.

საკითხის შესასწავლად მედიცინის სტუდენტები პირველ წელს გვამის გაკვეთაში ატარებენ. ანატომია მედიცინის საფუძველია, ხოლო „მკვდრები ასწავლიან ცოცხლებს“ – ეს მედიცინის პრინციპია, დასძენს კეტი ნიუმანი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]