გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალთან ერთად კიდევ ორი პირია დაკავებული. მათ შორის ერთი მომღერლის პირადი მცველია. ისინი ამ დრომდე საპატიმროში რჩებიან.
აღსანიშნავია, რომ ქრის ბრაუნისთვის მსგავსი სკანდალი უცხო არაა. იგი ფიზიკურ ძალადობაში 2009 წელს მისმა იმდროინდელმა შეყვარებულმა, ცნობილმა მომღერალმა რიანამაც დაადანაშაულა. ქრის ბრაუნი პოპ-ვარსკვლავზე თავდასხმაში დამნაშავედ სცნეს და მან სასჯელი 2015 წელს მოიხადა.