ფილმში ბრედ პიტი კოსმოსურ ინჟინერ როი მაკბრაიდს განასახიერებს, რომელიც მზის სისტემაში გაემგზავრება, რათა უცხო სიცოცხლის საძიებლად 20 წლის წინ გაგზავნილი მისიისას დაკარგული მამა იპოვოს.
არაოფიციალური ინფორმაციით, კინოსიუჟეტი მწერალ ჯოზეფ კონრადის ცნობილ ნაწარმოებს „წყვდიადის გულს“ მოგვაგონებს, რომლის იდეური თემებიცაა: ცივილიზაცია და ჩამორჩენილი სამყარო, იმპერიალიზმი, რასიზმი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ „ად ასტრა“ ბრედ პიტისა და ჯეიმს გრეისთვის მეორე თანამშრომლობა იქნება ბიოგრაფიული სურათის, „დაკარგული ქალაქი Z“-ის შემდეგ, რომელიც ჯეიმს გრეიმ გადაიღო, ბრედ პიტი კი ფილმის პროდიუსერი იყო.