weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელოვნების ნიმუშები სტოკჰოლმის მეტროში

12:31 სამშაბათი, 27 ივნისი 2017

ხელოვნურად შექმნილი გამოქვაბულები, ბრინჯაოს უზარმაზარი ტიტები, „შვედ ბენქსიდ“ წოდებული მხატვრის გრაფიტი-ნამუშევრები ეკოლოგიურ პრობლემებზე და სხვა მრავალი რამ - სტოკჰოლმის მეტრო ბევრი უცნაური ხელოვნების ნიმუშითაა ცნობილი, რომელთა ფოტოებიც ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა.

ხასხასა ლურჯი ფერის ფოთლებით მოხატული სადგური სახელად T-Centralen, პირველი მეტროსადგურია სტოკჰოლმში. 1950 წლამდე სხვანაირად გამოიყურებოდა, 1975 წელს კი პერ ულოფ ულტვედტმა დღევანდელი სახე მისცა.

სადგურ „ჰიოგდალენზე“ თავს იწონებს ბირგიტა მურის მიერ 2002 წელს შექმნილი ტიტების დიდი სკულპტურები, „კუნგსტრედგორდენი“ კი 1970-იან წლებში ულრიკ სამუელსონის მიერაა გაფორმებული. 1975 წელსაა გაკეთებული სადგურ „როდჰუსეტის“ წითელი ფერის ხელოვნური ქვაბული.

„იოსტერმალმსტორგს“ უფრო ადრეული, 1965 წელს ცნობილი შვედი მხატვრის, სირი დერკერტის კონტურებით მოხაზული ფიგურები ამშვენებს, რომლებიც ცივი ომის თემაზეა შექმნილი.

გამოსარჩევია ლენარტ მიორკის ნამუშევარი ფერადი მრავალკუთხედი „ტეკნიკა ჰიოგსკოლანზე“ და ენო ჰალეკისა და ოკე პალარპის 1973 წლის მხატვრობა სტოკჰოლმის 1912 წლის ოლიმპიურ თამაშების თემაზე.

უნივერსიტეტის სადგურის ხელოვნება ფრანსუაზა შაინის მოჭიქული ფილებით, ადამიანის უფლებებსა და ბიოლოგიურ ტაქსონომიაზეა.

ფოტო © ლუის როდრიგესი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]