weather cur horoscope tv
იანვარი 21, 2020

„მოჩვენებებზე მონადირენის“ ახალი სერია 2020 წელს გამოვა

17:12 შაბათი, 26 იანვარი 2019 hits 371

ოსკარის ოთხგზის ნომინანტმა სცენარისტმა და რეჟისორმა, კომედიური ფილმებით ცნობილმა ჯეისონ რაიტმანმა მოულოდნელად პატარა ვიდეორგოლი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პოპულარული სამეცნიერო ფანტასტიკური ფრანშიზა „მოჩვენებებზე მონადირენი“ (Ghostbusters) ახალი ფილმით გაგრძელდება.

როგორც ცნობილი ხდება, ჯეისონ რაიტმანი მამამისის, ივან რაიტმანის მიერ გადაღებული საკულტო დილოგიის პირდაპირ გაგრძელებას გადაიღებს და ამით გვერდს აუვლის 2016 წელს გამოსულ რიბუთ-ვერსიას, რომელშიც მთავარი გმირები ქალები იყვნენ.

სიურპრიზად გავრცელებულ ტიზერში მოჩვენებებზე მონადირე მეცნიერთა გუნდის ძველი ავტომობილი ჩანს, რითაც ცნობილი გახდა, რომ ახალი სერია ძველი ფილმების ტრიკველი იქნება. მასში ორიგინალი ფილმების მსახიობები - ბილ მიურეი, დენ ეკროიდი, ერნი ჰადსონი, რიკ მორანისი და სიგურნი უივერი დაბრუნდებიან და იგი 2020 წლის 10 ივლისს გამოვა.

აღნიშნულმა ვიდეომ და ინფორმაციამ, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია 2016 წლის ვერსიის შემქმნელებსა და მსახიობებში. ლესლი ჯონსმა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ფემინიზირებულ ვერსიაში, 2016 წლის რიმეიქის იგნორი მკაცრად გააკრიტიკა. მისი აზრით ახალი ფილმი სწორედ რიბუთის გაგრძელება უნდა ყოფილიყო და არა - ძველი სერიების. რეჟისორმა პოლ ფაიგმა კი განაცხადა, რომ ის მიესალმება ჯეისონ რაიტმანის ახალ ფილმს, თუმცა ლესლი ჯონსს მხარს უჭერს და სინანულს გამოთქვამს რიბუთის ზურგშექცევის გამო.

„მოჩვენებებზე მონადირენის“ პირველი და მეორე ფილმი 1984 და 1989 წლებში გამოვიდა, რასაც თან 1986-1991 წლებსა და 1997 წელს წარმოებული მულტიპლიკაციური სერიალები ერთვოდა. მესამე მხატვრული ფილმის ნაცვლად გამოსულმა ხსენებულმა რიბუთმა კი კინომოყვარულებისა და კრიტიკოსების სათანადო სიმპათია ვერ დაიმსახურა, რამაც ფრანშიზის ავტორებს კვლავ ძველი სერიების გაგრძელებისკენ უბიძგა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]