„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ 10 საუკეთესო ფოტოზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
რებეკა კოული - აღმოსავლეთ იორკშირის საგრაფოში მდებარე ფლამბოროს სანაპიროზე უამრავი ზღვის ფრინველი ბინადრობს.
ქრისტოფერ კუკი - შაკი (Pandion haliaetus) მოპოვებული თევზით რატლენდის საგრაფოში არსებულ ფერმაში.
დილან მარტინესი - ბუკნაწოები სომერსეტის საგრაფოს ტყეში.
დენ კიტვუდი - სწორფრთიანი ლაჟვარდისფერი ნემსიყლაპიები (Coenagrion puella) შეწყვილებისას, კენტის საგრაფო, ინგლისი.
პატრიკ პლოილი - წეროები აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ბროდოვინის ყაყაჩოებით დაფარულ მინდვრის თავზე.
იანოშ ბუდანი - ერთდღიურების მანათობელი წარმომადგენლები (Palingenia longicauda) მდინარე ტისაზე, უნგრეთი.
მენახემ კაჰანა - თევზი წითელ ზღვაში ჩაძირულ გემთან, ეილათი, ისრაელი.
Xinhua - თოვლის ჯიქი (Uncia uncia) ულუნის ეროვნულ ნაკრძალში, სიჩუანის პროვინცია, ჩინეთი.
Shem Images - ლომის ბოკვერი დედას ეთამაშება სერენგეტის სამხრეთ რეგიონში, ტანზანია.
ჯონ რივზი - ამერიკული ბიზონები კუნძულ ელკის ეროვნულ პარკში, ალბერტას შტატი, კანადა.