მარათონული დამღლელი შეჯიბრის მონაწილე ძაღლები საკმაოდ გრძელ დისტანციას თოვლსა და მძიმე პირობებში გადიან. მონაწილეებმა 200 კმ უნდა გაიარონ და ერთი ღამის გათენებაც გარეთ უწევთ.
წლევანდელ რბოლაში, რომლის დროსაც ბოლო ათ წელიწადში ყველაზე დიდი ყინვა იყო, რვა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ასამდე მემარხილე და შვიდასამდე ძაღლი მონაწილეობდა. ისინი ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და იტალიიდან იყვნენ.