weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოწყობილობა რომელიც Wi-Fi სიგნალებს ელექტროენერგიად გარდაქმნის

15:16 ორშაბათი, 04 თებერვალი 2019

ახალმა გამოგონებამ შესაძლოა კაბელებთან გამოგვამშვიდობოს, რადგან ინჟინრებმა შექმნეს ელასტიკური მოწყობილობა, რომელიც ენერგიას Wi-Fi სიგნალებიდან აგროვებს და ელექტროენერგიად გარდაქმნის, რის შედეგადაც მოწყობილობები მას ყოველგვარი კაბელისა და ბატერეის გარეშე გამოიყენებენ.

მოწყობილობა Rectenna-ს სახელითაა (Rectifying Antenna) ცნობილი და წარმოადგენს ანტენის ტიპს, რომელიც ელექტრომაგნიტურ ენერგიას მუდმივ დენად (DC) გარდაქმნის.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (MIT) და მადრიდის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შექმნილი სიახლე რადიოსიხშირის ანტენას იყენებს, რათა ელექტრომაგნიტური ტალღები ცვლადი დენის (AC) ტალღების ფორმით დაიჭიროს. ამის შემდეგ ეს ტალღები იგზავნება ორგანზომილებიან ნახევრადგამტარში, რომელიც მათ მუდმივ დენად გარდაქმნის და წარმოქმნის დაახლოებით 40 მიკროვატს. რა თქმა უნდა, ეს ბევრი არ არის, მაგრამ სრულიად საკმარისია LED-ის საკვებად ან სილიციუმის ჩიპების სამართავად.

გამომდინარე იქიდან, რომ „რეკტენა“ მოქნილი და ელასტიკურია, შესაძლებელია განთავსდეს დიდ ფართობზე, მაგალითად - შპალერზე, ანდაც გამოვიყენოთ პატარა, პორტატულ მოწყობილობებში, მაგალითად, ელასტიკურ სმარტფონებში, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებით იკიდებს ფეხს. ტექნოლოგიის გამოყენება ასევე შესაძლებელია სამედიცინო იმპლანტებსა და გადასაყლაპ ზონდებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]