weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დევიდ ბოუიზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

15:16 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

დევიდ ბოუიზე ბიოგრაფიული ფილმის შემქმნელებმა იპოვეს ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც მთავარ როლს ითამაშებს ფილმში სათაურად „სტარდასტი“ (Stardust). ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის როლს ნაკლებად ცნობილი ინგლისელი მსახიობი ჯონი ფლინი შეასრულებს, რომელსაც უთამაშია სერიალებში „გენიოსი“ (Genius) და „ამაოების ბაზარი“ (Vanity Fair).

ჯონი ფლინთან ერთად ფილმში ჯენა მელოუნსა და მარკ მარონს ვიხილავთ. ბიოპიკს ასევე ნაკლებად ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი ჰყავს - ფილმს გაბრიელ რეინჯი გადაიღებს ქრისტოფერ ბელის სცენარის მიხედვით. გადაღებები ივნისში დაიწყება.

ფილმში ბოუის კარიერული აღზევების პერიოდი იქნება ნაჩვენები. იგი 1971 წელს მუსიკოსის აშშ-ში ვიზიტზე მოგვითხრობს, იმ პერიოდზე, როდესაც მან თავისი ცნობილი ალტერ-ეგო ზიგი სტარდასტი (Ziggy Stardust) შექმნა.

აღსანიშნავია, რომ დაანონსებულმა ბიოგრაფიულმა ფილმმა უკვე წარმოშვა უკმაყოფილებები, კერძოდ - მუსიკოსის შვილი, ცნობილი რეჟისორი დანკან ჯოუნსი ღიად აცხადებს, რომ დევიდ ბოუის ცხოვრებაზე ფილმის შემქმნელებს მუსიკოსის ოჯახისგან არავითარი ნებართვა და უფლებები არ აუღია. ამის გარდა უამრავი კინომოყვარული და ფანი პირდაპირ ითხოვდა, რომ დევიდ ბოუის როლი ჰოლივუდის ვარსკვლავ ტილდა სუინტონს ეთამაშა, რასაც დანკან ჯოუნსიც ემხრობოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]