weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ოსკარების ცერემონიას წამყვანი არ ეყოლება

17:00 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

ოსკარების დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 24 თებერვალს გაიმართება, წამყვანის გარეშე ჩაივლის. ეს პირველი შემთხვევაა 1989 წლის შემდეგ, როდესაც ოსკარების გადაცემის ცერემონიას წამყვანი არ ეყოლება.

კევინ ჰარტის გარშემო არსებული სკანდალის შემდეგ ამერიკის კინოაკადემიამ ახალი წამყვანის ძებნა დაიწყო, თუმცა ელენ დეჯენერესმა, ნილ პატრიკ ჰარისმა, სეთ მაკფარლეინმა, ქრის როკმა და ჯიმი კიმელმა უარი განაცხადეს. ბოლო ინფორმაციით, ცერემონიას მხოლოდ ამა თუ იმ ნომინაციების პრეზენტერები ეყოლება, რომლებიც გამარჯვებულებს გამოაცხადებენ, შოუს კი სპეციალური ნომერი გახსნის.

ცნობილია ოსკარების ნომინანტთა სია

წლევანდელ ოსკარებზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მსახიობი სისელი ტაისონი, კომპოზიტორი ლალო შიფრინი, პუბლიცისტი მარვინ ლევი, აგრეთვე პროდიუსერ მეუღლეთა წყვილი, მრავალგზის ოსკარის ნომინანტები - ფრენკ მარშალი და კატლინ კენედი დაჯილდოვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ოსკარების დაჯილდოების 91-ე ცერემონია ტრადიციულად ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გაიმართება და ტელეარხ ABC-ზე გადაიცემა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]