ინფორმაცია პროექტის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ცნობილმა ოსკაროსანმა რეჟისორმა რონ ჰოვარდმა გაავრცელა.
„მეორე სეზონისთვის ჩვენ უამრავი პერსონის კანდიდატურას განვიხილავდით და მგონი პაბლო პიკასო პირველი იყო, ვინც თავში მოგვივიდა“ - აღნიშნა რონ ჰოვარდმა.
შეგახსენებთ, რომ სერიალ „გენიოსის“ პირველი სეზონის გმირი ალბერტ აინშტაინი იყო, რომელიც National Geographic-ის 10 ეპიზოდისგან შემდგარ ანთოლოგიაში ავსტრალიელმა ოსკაროსანმა მსახიობმა ჯეფრი რაშმა განასახიერა, პილოტური სერია კი თავად რონ ჰოვარდმა გადაიღო.