თებერვალი 17, 2019
weather cur horoscope tv

„ავატარის“ კინოსერიებს ედი ფალკო შეუერთდა

09 თებერვალი, 2019 hits 71

პოპულარული ტელესერიალების, „სოპრანოს კლანისა“ და „მედდა ჯეკის“ ვარსკვლავი ედი ფალკო ჯეიმს კამერონის სამგანზომილებიანი კინომოვლენა „ავატარის“ გაგრძელებებში ითამაშებს.

2 ოქროს გლობუსისა და 4 ემის ჯილდოს მფლობელი 55 წლის მსახიობის კინოგმირს გენერალი არდმორი ერქმება. პერსონაჟი სამხედროა, რომელიც ფილმში არსებული ორგანიზაცია RDA-ის ინტერესებს იცავს.

„ედი ფალკო ერთ-ერთი უდიდესია, ერთი სული მაქვს დიდ ეკრანზე ვნახო, როგორ მოუგვარებს საქმეებს ვიღაც-ვიღაცეებს“, - დაწერა „ტვიტერზე“ სცენარისტმა და რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა.

ცნობილია, რომ „ავატარის“ დაანონსებული ოთხი მომდევნო სერიიდან პირველი ფილმი 2020 წლის 18 დეკემბერს გამოდის.

 

ამ თემაზე:

„ავატარის“ ახალ სერიებს კეიტ უინსლეტი შეემატა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]