2 ოქროს გლობუსისა და 4 ემის ჯილდოს მფლობელი 55 წლის მსახიობის კინოგმირს გენერალი არდმორი ერქმება. პერსონაჟი სამხედროა, რომელიც ფილმში არსებული ორგანიზაცია RDA-ის ინტერესებს იცავს.
„ედი ფალკო ერთ-ერთი უდიდესია, ერთი სული მაქვს დიდ ეკრანზე ვნახო, როგორ მოუგვარებს საქმეებს ვიღაც-ვიღაცეებს“, - დაწერა „ტვიტერზე“ სცენარისტმა და რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა.
ცნობილია, რომ „ავატარის“ დაანონსებული ოთხი მომდევნო სერიიდან პირველი ფილმი 2020 წლის 18 დეკემბერს გამოდის.
ამ თემაზე: