ფილმის სიუჟეტი 1900-იანი წლების დასაწყისში განვითარდება, როდესაც ამერიკაში ჩასული იტალიელი ემიგრანტების მიერ ადგილობრივი მაფია ყალიბდებოდა. დაუნდობელ კრიმინალურ დაჯგუფებებს ნიუ იორკელი დეტექტივი ჯუზეპე „ჯო“ პეტროზინო ებრძოდა, რომელსაც „იტალიელ შერლოკ ჰოლმსს“ ეძახდნენ. ბანდა სახელად „შავი ხელი“ (Mano Nera) ადამიანებს იტაცებდა და მათივე ოჯახებს გამოსასყიდს სთხოვდა. იტალიური კვარტლების კანონმორჩილ მოსახლეობას ეშინოდა დაჯგუფების, თუმცა ჯო პეტროზინოს დახმარებას მაინც უწევდნენ.
ლეონარდო დიკაპრიოს უკანასკნელი ნამუშევარი გლობალური კლიმატური ცვლილებების შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმი, სათაურით - Before the Flood (წარღვნამდე) იყო, რომლის რეჟისორი ფიშერ სტივენსი, ხოლო პროდიუსერი თავად გახლდათ.