„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
AP - წითელი პანდები ბელფასტის ზოოპარკში, ჩრდილოეთ ირლანდია.

ტრეისი ლუნდი - ორი რეგვენა ერთ თევზს ეცილება ერთმანეთს.

იულიან შტრატენშულტე - ყარყატი ერთი დღის ნაშიერს ჭამს გერმანიის ქალაქ ჰანოვერთან ახლოს მდებარე პარკში.

EPA - პატარა ზომის წავები გერმანიის ქალაქ დრეზდენის ზოოპარკში.

პაოლო მასიმილიანო მანუელი - ალპური გარეთხები ჭიდაობისას, იტალია.

AP - ნარვალისებრი თეთრი ვეშაპი იგივე ბელუგა ვლადივოსტოკის მახლობლად არსებულ სრედნაიას ყურეში.

რაულ არბოლედა - გაქრობის პირას მყოფი სახეობა ანდების კონდორის წარმომადგენელი, რომელიც რეზერვაციიდან ისევ კოლუმბიის ველურ ბუნებაში დააბრუნეს.

P Stander - ძუ ლომი საკვებად მოპოვებულ სელაპთან ერთად ნამიბიის სანაპიროზე.

ქრისტოფერ ბელეტი - ეკლიანი ეშმაკი-ხვლიკი ავსტრალიის შტატ ჩრდილოეთ ტერიტორიაში.

ჯასმინ ვინკი - სპიქსის რქიანი გომბეშო ზურგზე არსებული კვერცხებით, ავსტრალია.















































