weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რატომ ზრდიან ზოოპარკებში გეპარდებს ძაღლის ლეკვებთან ერთად

16:28 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

მიუხედავად იმისა, რომ გეპარდები (Acinonyx jubatus) საშიშ მტაცებელ მხეცებად ითვლებიან, ისინი ძალიან ნერვიული და მგრძნობიარე არსებები არიან. აშლილობით, მუდმივი სტრესითა და აუტიზმით გამორჩეული კატისებრი სახეობის წარმომადგენლები იმდენად გაუცხოებულები არიან ერთმანეთთან, რომ გამრავლებაც კი უჭირთ.

ამერიკის კონტინენტის სხვადასხვა ზოოპარკებში პლანეტის ყველაზე სწრაფი ძუძუმწოვრის გასამრავლებლად უნიკალურ მეთოდს იყენებენ - ემოციური მხარდაჭერის გამო მათ ძაღლის ლეკვებთან ერთად ზრდიან, რომლებიც მოწყვლადი სახეობის წარმომადგენლებს უმეგობრდებიან და უფრო კომინიკაბელურებსა და სოციალურებს ხდიან.

„ეს სიყვარულის ისტორიაა, როდესაც ერთი სახეობა მეორეს გადარჩენაში ეხმარება.“ - ამბობს ჯეკ გრიშემი, სენტ ლუისის ზოოპარკის ცხოველთა კოლექციის ვიცე-პრეზიდენტი და გეპარდების გადარჩენის გეგმის კოორდინატორი ჩრდილოეთ ამერიკაში.

„დომინანტი ძაღლი ძალიან სასარგებლოა, რადგან ეხმარება გეპარდებს, რომლებიც თავიანთი ინსტიქტით საკმაოდ მორცხვები არიან  და მათი შეჯვარებაც ძალზე რთულია. როდესაც გეპარდებსა და ძაღლებს ამეგობრებ, გეპარდები მათ თამამ ქცევებსა და ხასიათს ითვისებენ,“ - განმარტავს სან დიეგოს ზოოპარკის ცხოველთა წვრთნის სპეციალისტი ჯანეტ როუზ-ინოსტროსა.

როგორც წესი, საკმაოდ მგრძნობიარე გეპარდს უჭირს ახალ გარემოსთან ადაპტაცია და ტყვეობაში თითქმის ვერ მრავლდება, თუმცა ველურ ბუნებაში მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 12 წელია, ხოლო ტყვეობაში - 20. მასზე ნადირობა აკრძალულია, მაგრამ ბრაკონიერობის გარდა მარტოხელა მონადირე გეპარდს, რომელიც მრავალი მიზეზის გამო ყველა სხვა მტაცებელზე მეტად იჩაგრება ბუნებაში, საცხოვრებლისა და საკვების დაკარგვის საფრთხეც ემუქრება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]