შავი ლეოპარდის ფოტოები ღამით, სავსე მთვარის ფონზე 35 წლის ბრიტანელმა ველური ბუნების ფოტოგრაფმა უილ ბარარდ-ლუკასმა გადაიღო, რომელმაც ფოტოხაფანგები და საგანგებოდ გამზადებული ხარისხიანი კამერები სტრატეგიულად გააწყო ლაიკიპიას ტერიტორიაზე.
შავ ავაზას ფერი მელანიზმის ანუ შავი პიგმენტების ჭარბი რაოდენობის გამო აქვს. მიუხედავად შავი ფერისა, კატების ხსენებულ ეგზოტიკურ წარმომადგენელს ლეოპარდისთვის დამახასიათებელი ხალებიც ეტყობა.