weather cur horoscope tv
იანვარი 21, 2020

Breaking Bad-ის გაგრძელება სრულმეტრაჟიანი ფილმის სახით გამოვა

11:01 პარასკევი, 15 თებერვალი 2019 hits 299

ვინს გილიგანის მიერ შექმნილ საკულტო ტელესერიალ „მძიმე დანაშაულის“ (Breaking Bad) გაგრძელება, სრულმეტრაჟიანი ფილმით, სერიალის პირდაპირი სიკველი იქნება და იგი ტელეარხ Netflix-ზე გამოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სრულმეტრაჟიანი ფილმი სწორედ იმ ადგილიდან დაიწყება, რითაც პოპულარული სერიალი დასრულდა. სიუჟეტი პერსონაჟ ჯესი პინკმანის შესახებ მოგვითხრობს, მას შემდეგ, რაც იგი რასისტული საპყრობილიდან გაიქცა.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ასევე ვინს გილიგანი იქნება.

„მძიმე დანაშაული“ ტელეარხ AMC-ის ეთერში 2008-2013 წლებში ხუთ სეზონად გადიოდა. იგი დღეს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად ითვლება. ხუთი წლის განმავლობაში სერიალმა სხვადასხვა დაჯილდოვებებზე 262 ნომინაცია და 110 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის - 2 ოქროს გლობუსი, 3 მსახიობთა გილდიისა და 16 ემის ჯილდო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]